|
2025-03-12 10:59:43, 412 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, სისტემა არის კორუმპირებული
ეს გადაწყვეტილება თავიდანვე მოსალოდნელი იყო. სისტემა არის დამპალი, კორუმპირებული, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. „ეს მოსამართლე არის ამ „კლანის“ ნაწილი. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, რომელიც გუშინ არ დაწყებულა, პირველი დღიდან ასეა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაპატიმრებულია. ამ გადაწყვეტილებაში აღსანიშნავი არის ერთი რამ, ამ სისტემამ ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება. თემურ ჯანაშია იყო შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის თანამშრომელი. ეს სისტემა ბრუტალურია, ნებისმიერს დაიჭერს, ხელი არ აუკანკალდებათ, მაგრამ მათ მოერიდათ და შეეშინდათ საკუთარი დაცვების. ის ხალხი, ვინც მათ იცავს, ძალიან კარგად იცნობს თემურ ჯანაშიას, მათ მოერიდათ და საკუთარი დაცვის შეეშინდათ“, - განაცხადა უგულავამ. თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)