20:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 09:54:23, 552 ნახვა

მსოფლიო
იტალია აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება, - ამის შესახებ განცხადებას იტალიის მთავრობა ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ჯიდაში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება, განსაკუთრებით 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტისა და კიევისთვის აშშ-ს დახმარების აღდგენის წინადადებას“, - ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.

იტალიის მთავრობის განცხადებით, „ახლა გადაწყვეტილების მიღება რუსეთზეა დამოკიდებული“.

„იტალია სრულად უჭერს მხარს აშშ-ის ძალისხმევას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას, რომელიც უკრაინის ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics