20:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 20:37:15, 573 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს გააორმაგებს და 50-პროცენტიან გადასახადს დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს გააორმაგებს და 50-პროცენტიან გადასახადს დააწესებს. ეს არის პასუხი კანადის ონტარიოს რეგიონის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც აშშ-ში იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე 25-პროცენტიანი ტარიფი დააწესა.

ტრამპის თქმით, დაავალა კომერციის მდივანს, კანადურ პროდუქტებზე დაამატოს 25-პროცენტიანი ტარიფი, რომელიც ძალაში შევა 12 მარტის დილას.

აშშ-ის პრეზიდენტი ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ეროვნულ საგანგებო სიტუაციას გამოაცხადებს.

„ასევე, კანადამ დაუყოვნებლივ უნდა დაწიოს ანტიამერიკული 250-390-პროცენტიანი ფერმერის ტარიფი აშშ-ის რძის პროდუქტებზე, რაც დიდი ხანია, მიიჩნევა აღმაშფოთებლად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics