|
2025-03-10 19:58:01, 697 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური კოორდინირება
მსჯელობა გვქონდა ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაჩქარდეს გადაწყვეტილება ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნასთან მიმართებაში, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება, სადაც პოლიტიკურ ცენტრებთან ერთად, ის ადამიანებიც იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც უწყვეტი პროტესტის ნაწილი არიან. „საუბარი იყო ასევე მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს უფრო მჭიდრო კოორდინაციას პოლიტიკური ცენტრების, საზოგადოების, პრეზიდენტის ირგვლივ და ამ საუბარს ჩვენ ისევ გავაგრძელებთ. იყო მორიგი სამუშაო და ძალიან საინტერესო, შინაარსიანი შეხვედრა. სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ მოხდეს მაქსიმალური კოორდინირება, მაქსიმალური დაახლოება პოლიტიკური ჯგუფების, საზოგადოებრივი ჯგუფების. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება. ეს შეიძლება იყოს შინაგანი წინააღმდეგობის ფრონტი, შეიძლება იყოს საკოორდინაციო საბჭო - აქ სახელებს არ აქვს მნიშვნელობა, შინაარსი არის ის, რომ აქ უნდა იყოს მართლაც პოლიტიკური ცენტრები, ამავდროულად წარმოდგენილი საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან ქუჩაში - მათი წარმომადგენლობა უნდა იყოს ასახული აქ, ამ საკოორდინაციო საბჭოში”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)