08:01 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 19:04:16, 718 ნახვა

სამართალი
აქციებზე დაკავებული 11 პირის შემდეგი წინასასამართლო სხდომა 25 მარტს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის:ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი გაიმართა - საქმე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილა. 

საქმეზე შემდეგი წინასასამართლო სხდომა 25 მარტს, 13:00 საათზე მხარეების რეპლიკებით განახლდება.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობა მოითხოვა, თავის მხრივ პროკურატურამ ადვოკატების რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლობის შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე არ მიუღია.

პროცესი ნაწილობრივ დახრულ რეჟიმში ჩატარდა. დაცვის მხარემ მოსამართლეს სხდომის გახსნის შუამდგომლობით მიმართა.

წინა სასამართლო სხდომიდან, რომელიც 5 მარტს გაიმართა, ერთ-ერთი ბრალდებული ჯანო არჩაია გააძევეს, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. ადვოკატებმა დღევანდელ, 10 მარტის შუამდგომლობაში განმარტეს, რომ დღევანდელ სხდომაზე აღარ არსებობს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი, რომ პროცესი დახურული იყოს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შვანგირაძემ გადაწყვეტილება "წესრიგის დაცვის" მოტივით დაასაბუთა. მისივე თქმით, ნაწილობრივ დახურვით, სხდომის საჯაროობა არ ირღვევა.

პროცესს ბრალდებულების ოჯახის წევრები და მეგობრები ვერ დაეწსრნენ.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics