|
2025-03-10 15:59:26, 2052 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება
წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება - ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ის ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს. „ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის. წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება. ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს!“- წერს გახარია. შეგახსენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. ამასთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული და სტუდენტებს უფლება აქვთ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)