|
2025-03-10 14:54:30, 721 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „როგორ ვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში“ გაიმართება
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის საინტერესო საკითხებზე ღონისძიებების ორგანიზებას. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 18 და 19 მარტს, 2-დღიანი ვორქშოპი ჩატარდება. ვორკშოპზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაიგებენ, თუ როგორ შეუძლიათ კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. შეხვედრას გაუძღვება ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, დანიელ მათერი. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერთან ერთად განიხილონ შემდეგი საკითხები:
გარდა ამისა, გაიგებთ, თუ რას ეძებს თქვენი ბიზნესის სამიზნე სეგმენტი, რაშია თქვენი კომპანია განსაკუთრებით ძლიერი, რა უპირატესობები აქვთ კონკურენტებს და სხვა. დანიელი მათერი ვორქშოფს ინგლისურ ენაზე ჩაატარებს, ხოლო მსურველებისთვის ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანი იქნება ხელმისაწვდომი. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს Business360.ge აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, კურსები, შეთავაზებები თუ სხვა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)