|
2025-03-10 13:27:09, 501 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - არჩევნებში მონაწილეობაზე ვინც უარს ამბობს, ორი მიზანი აქვს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია
რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდამ მოახერხა და საზოგადოების დიდი ნაწილი ჩართო განხილვებში – ოპოზიცია არჩევნებში უნდა ჩაერთოს, თუ უარი უნდა თქვას იმის გამო, თითქოს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ან საგარეო კურსი შეიცვალა. შინაარსში მეტი ჩასვლაა საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, არჩევნებში მონაწილეობაზე ვინც უარს ამბობს, ორი მიზანი აქვს – ქვეყანაში დესტაბილიზაცია და პოლიტიკური ვითარების მუდმივად დაძაბვა, რათა შემდეგ რევოლუციური პროცესი განვითარდეს და საქართველოს ეკონომიკის სფეროს სერიოზული ზარალი მიაყენონ. „დესტაბილიზაცია ეკონომიკური პროცესების უკუსვლას გამოიწვევს. მათი გეგმა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. რასაკვირველია, არც არჩევნების გაყალბება მომხდარა და არც საგარეო კურსი შეცვლილა. არჩევნების გაყალბება მოხდა თუ არა? არის თუ არა აქციაზე გაჟღერებული ლოზუნგები შესაბამისობაში რეალობასთან, როცა საგარეო კურსის შეცვლაზე ვსაუბრობთ და რაში გამოიხატება საგარეო კურსის შეცვლა? – პრორუსული ინტერესების გატარება რაში გამოიხატება, ეს დაგისაბუთეთ, როცა ქვეყანას 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ მართავდა. მათი საკითხების ჩამონათვალს მოგცემთ და ნახავთ, რომ ჩვენ მიმართ პრეტენზია ვერ გექნებათ. ამ საკითხებიდან საუბარმა გადაინაცვლა იმაში, ხაბეიშვილი და ბოკუჩავა ერთმანეთში რას დავობენ, რაც სწორი არ არის. საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, რამდენად სამართლიანია პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ – უსამართლოა და საქართველოს დამარცხების მიზანს ემსახურება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)