|
2016-03-10 18:52:47, 570 ნახვა
საზოგადოება
ლადო პაპავა სტუდენტებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრა სცადა, თუმცა მის გამოჩენას სტუდენტების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. ის სტუდენტებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე. რაც შეეხება სენატის სხდომის გადადებას, რომელზეც სენატის წევრებმა კანცლერი უნდა აირჩიონ, ლადო პაპავა ამბობს, რომ სხდომის გადადების კომპეტენცია არ აქვს. „სენატის სხდომის გადადების უფლება აქვს თვითონ სენატს. რექტორს ამის გადადების მექანიზმი არ აქვს, მთავარია ჩვენ არ ამოვვარდეთ საკანონმდებლო სივრციდან, რასაც განსაზღვრავს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და რასაც განსაზღვრავს უნივერსიტეტის წესდება. წესდებით გათვალისწინებულია სენატის სხდომის ჩატარება. ჩემთვის მთავარია, რომ უნივერსიტეტი ასრულებდეს უმთავრეს ფუნქციას, სასწავლო სამეცნიერო ფუნქციას და ნებისმიერი ექსცესი, რაც ახლა ხდება უნივერსიტეტისთვის არის მიუღებელი. ამიტომ ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე,“ - განაცხადა ლადო პაპავამ. ლადო პაპავა დაცვის წევრებმა საკუთარ კაბინეტში დააბრუნეს.
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)