23:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 10:53:24, 823 ნახვა

მსოფლიო
არგენტინის ქალაქ ბაია ბლანკაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

არგენტინის ქალაქ ბაია ბლანკაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„დახმარების უზრუნველსაყოფად ყველა რესურსი მობილიზებულია, მათ შორის, მუნიციპალური გუნდები, პროვინციის ხელისუფლება, საზღვაო ფლოტი და არგენტინის არმია“, - წერს ქალაქის ხელისუფლება X-ზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერმა წვიმამ ბუენოს-აირესის პროვინციაში მდებარე ქალაქ ბაია ბლანკაში ხიდები და გზები გაანადგურა, რის გამოც ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

არგენტინის ეკონომიკის მინისტრმა, ლიუს კაპუტომ განაცხადა, რომ მთავრობამ ბაია ბლანკას დასახმარებლად 10 მილიარდი პესო გამოყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics