23:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 15:56:50, 630 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - არ დაიჯეროთ, რასაც ოპოზიცია ამბობს

მარტივად და პირდაპირ - არ დაიჯეროთ, რასაც ოპოზიცია ამბობს, მათ არც პრინციპი და არც თავმოყვარეობა არ აქვთ. როგორც ზემოდან თავისი პატრონები დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან - ეტყვიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა? - ყველა ჩამწკრივდება და მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თავის თავს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.

„მარტივად და პირდაპირ - არ დაიჯეროთ, რასაც ოპოზიცია ამბობს, მათ არც პრინციპი და არც თავმოყვარეობა არ აქვთ. როგორც ზემოდან თავისი პატრონები დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. ჩამოვა ახალი თუ იგივე ელჩი და ეტყვის, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში (ვინც შემორჩა) და შემოვლენ. ეტყვიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა? - ყველა ჩამწკრივდება და მიიღებენ. იმიტომ, რომ ისინი თავის თავს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენენ. ისინი პატრონების დაქვემდებარებაში არიან. ნახეთ რომელიმე რეგიონში გასულიყო და [ხალხს] შეხვედროდა? ერთი „დოი“ [დავით დოიაშვილი] იყო სადღაც გასული და გზაში დაიკარგა. ერთი ეს კაცი წავიდა ოპოზიციის სახელით და მერე გაქრა, არსად ჩანს - წალენჯიხაში მოვიკითხე და იქ არ ჩასულა, არანაირი დადგმა არ ჩაუტარებია. სად წავიდა, არ ვიცი - ეტყობა, გაიაზრა, რა და როგორ იყო და სახლში მშვიდადაა. რაც შეეხება ოპოზიციას, მე მოლოდინი მაქვს, რომ როგორც ბიუჯეტიდან აიღეს ფული, ზუსტად ასე, ადგილობრივ არჩევნებშიც გაერთიანებულად თუ ცალ-ცალკე პლატფორმებს შექმნიან, „მადამ ფრანცუჟენკაც“ რაღაცას ეტყვის და ეგ არის. არ გვაინტერესებს - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ადგილობრივ არჩევნებში, რადგან საქმის ხალხი ვართ“, - განაცხადა ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics