|
2025-03-07 11:22:27, 454 ნახვა
პოლიტიკა
არარეზიდენტმა ელჩებმა მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელთა ლეგიტიმაციაზე უარს ამბობს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალას, მალის, სამხრეთ კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ჩამოთვლილი ყველა დიპლომატია საქართველოში აკრედიტებული არარეზიდენტი ელჩი, რომელთაგან ზოგიერთი ცოტა ხნის წინ დაინიშნა თავის თანამდებობებზე. „პრეზიდენტმა დიპლომატებთან განიხილა ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ელჩებს წარმატება უსურვა მუშაობაში“, - ნათქვამია განცხადებაში. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაესწრნენ. 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, ყაველაშვილის თქმით, „საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, რწმენის, ოჯახისა და ღირსების დაცვა. მან უარყო ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობას და უნიკალურობას“. გამყოფ ხაზზე ვიზიტამდე ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს გიორგი ზურაბაშვილს და ხათუნა თოთლაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს. ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე ეჭვქვეშ აყენებს მრავალი საერთაშორისო პარტნიორი.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)