|
2025-03-05 18:38:10, 729 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი იმართება „დიფ სთეითსგან“
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც ეწოდება „დიფ სთეითი", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად უზბეკეთში განაცხადა. კითხვაზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ, აშშ-ში პროტესტის დამფინანსებლად ე.წ. „ფასიანი პრობლემების შემქმნელების" დასახელებას შეეხებოდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ეს განცხადებაც არის აბსოლუტურად ლოგიკური და ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, გათავისუფლდეს არაფორმალური გავლენებისგან. „მე მგონია, რომ პრეზიდენტის ეს განცხადებაც არის აბსოლუტურად ლოგიკური, მითუმეტეს, რომ ხელწერა არის ზუსტად იდენტური. ზუსტად იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს თანხვედრა ხელწერაში, რა თქმა უნდა, არის იმის მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც ეწოდება „დიფ სთეითი", ანუ გლობალური ომის პარტია. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, რომ გათავისუფლდეს ასეთი არაფორმალური გავლენებისგან, მცდელობებისგან, რომელიც არის მიმართული სხვადასხვა სახელმწიფოს ძლიერების შერყევისკენ. ეს არის ჩვენი ინტერესიც და მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე ჩვენს ინტერესებს ემთხვევა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის ინტერესები,"- აღნიშნა კობახიძემ.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)