|
2025-03-05 17:32:02, 652 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - ცოტა უნდა დამიწდნენ „ქართული ოცნების“ ბიჭები
პარტია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი რემონტის მიზეზით შეჩერებულია, სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საუბრობს გეოპოლიტიკაზე მაშინ, როდესაც იმაზე უნდა ისაუბროს, რაც ხალხს აწუხებს. „ეს არის 67-ე სკოლა, კოტე აფხაზის ქუჩა. მინდა, რაღაცები მოგიყვეთ. ამ სკოლასთან ბრიფინგი მქონდა წინა ზაფხულს. გვქონდა პარტიული ბრიფინგი სკოლის გაწელილ რემონტებზე. ახლაც ამ სკოლაში ჩამიჩუმი, ბუზის ბზუილი არ ისმის, რატომ? დაკეტილია, არ არიან მოწაფეები, არ არის არც სამუშაო, არც მუშები, ზუსტად ისევეა როგორც ამ ზაფხულს. არადა ეს სკოლა გავიდა რემონტში, წესით აქ უნდა იყოს ერთი ამბავი, სამუშაოები, ხარაჩოები, როგორც ასეულობით სხვა სკოლა. მიგვაჩვიეს და გვაჩვევენ, რომ 67-ე სკოლის მოსწავლეები ამ სკოლაში არ ივლიან, სხვაგან გადაიყვანეთ, არავითარი სარემონტო სამუშაო არ არის. ასეთი სკოლა არის ასეულობით. ამაზე ბევრი მისაუბრია. ცოტა უნდა დამიწდნენ „ქართული ოცნების“ ბიჭები, ბიჭები იმიტომ, რომ ქალის ჭაჭანება არაა ამ რეჟიმის მმართველობაში. უნდა დამიწდნენ, ციდან ჩამოეშვნენ და რეალურ ცხოვრებაში ჩამოვიდნენ. ესენი არჩევენ გეოპოლიტიკურ ამბებს. გეოპოლიტიკა ძალიან კარგია, მაგრამ ამ რეჟიმის პირველი საქმე არის მსგავსი საკითხების გადაწყვეტა, როგორიც არის: სკოლის რემონტი, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. ამათ აწყობთ ილაპარაკონ ტრამპზე, ვაშინგტონზე და არ ილაპარაკონ იმაზე, რაც აწუხებს ხალხს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)