|
2025-03-05 00:16:25, 898 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო. დღეს, 4 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მეტრეველმა ამაღლობელისთვის აღკვეთოს ღონისძიების გადასინჯვის შესახებ იმსჯელა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ამაღლობელის ადვოკატებმა დღეს მისი გათავისუფლების მიზნით აღკვეთის ღონისძიების მოხსნა მოითხოვეს. პროკურორებმა განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს „რისკი“, რომ მზია ამაღლობელმა „კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინოს“ ან „მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს“ და ამიტომ ის პატიმრობაში დარჩეს. ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ ამ ბრალდებების გასამყარებლად ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა. თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის პოზიციას მხარი დაუჭირა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - ამაღლობელი პატიმრობაში დარჩა. გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში მყოფთა პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას უნდა, რომ ქექოს მზია ამაღლობელის პირადი და პროფესიული ცხოვრება „ამ პატაკის საფუძველზე არ შეიძლება არანაირი საპროცესო მოქმედების ჩატარება, არათუ განჩინების აღება,“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ასე აფასებს პროკურატურის მოთხოვნას, საქმის მასალებში მოხვდეს მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ამაღლობელის საქმეში წარდგენილია დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი. ვლადიმერ ჩიტაია 15 თებერვლით დათარიღებულ პატაკში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს“. სწორედ ამ პატაკით ითხოვს პროკურატურა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას.
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)