|
2025-03-04 22:00:15, 929 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, ამ პოლიტიკურ ცენტრში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა, რომლის გარშემოც ყველა ის მანდატდატოვებული და მანდატდაუტოვებელი დეპუტატიც - როგორც ბატონი გახარია ამბობს მაისში დატოვებენ ამ მანდატებს - ჩვენ ეს ალტერნატივა უნდა დავანახოთ გარე სამყაროს და რაც ყველაზე მთავარია, დავანახოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთ ოთახში რაღაცაზე ჩამოყალიბება. სხვა შემთხვევაში ამით ყველაფრით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მას უნდა, რომ "დაშალე და იბატონე" და ამ პრინციპს ახორციელებს. მას აწყობს ეს შეუთანხმებელი ამბავი და თუ აწყობს ივანიშვილს, აწყობს რუსეთს და ვერ ხდება აქ კონსოლიდირება ძალების, დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო. როცა არჩევნები ჩაინიშნება, მერე ვიღაცა გადალაგდება, ვიღაცა ახალ კოალიციას გააკეთებს, ახალი პარტია შეიქმნება და მერე ყველას გაუმარჯოს ღმერთმა. [...] მე არ მინდა ზურაბიშვილის მაგივრად ვისაუბრო. რომ ვუყურებ ამ პროცესს და ვერ ვხედავ კონკრეტულ შედეგებს, იმიტომ რომ ესეთ შეხვედრას მერე უნდა მოჰყვეს პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ამ ოთხი პარტიის ლიდერების ერთად ჩასვლა იმ პოლიტიკურ ცენტრებში და თქმა, რომ ჩვენ შიგნით დალაგებულები ვართ, შიგნით ვართ ერთიანი ფრონტი საზოგადოებასთან ერთად და ვითხოვთ არჩევნებს, თქვენს მხარდაჭერას... ეს უნდა მოხდეს და ესე უბრალოდ შევიკრიბებით და... რამდენჯერაც ვხედავ ხოლმე, კონფიგურაციაც სხვადასხვაა, იმ მაგიდის გარშემო სხვადასხვა ადამიანები სხდებიან ხოლმე. პრობლემა კი არ არის, მაგრამ მთავარი ბირთვი არ ჩანს, მთავარი ბირთვი თუ არ შეიკრა, ვისაც ადამიანებმა ხმა და მანდატი მისცეს, ის თუ არ შეიკრა, სულ ასე იქნება. მარში, მიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური პროცესისთვის აუცილებელია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა. ამბობს ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია პირველის ეთერში.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)