|
2016-03-10 15:21:23, 644 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ახალგაზრდული ინოვაციების პირველი სამიტი ტარდება
11 მარტს, 11:00 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა, თბილისი) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და AIESEC-ის ორგანიზებით საქართველოში პირველად ახალგაზრდული ინოვაციების სამიტი ჩატარდება. ინვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს ინოვაციური ბიზნეს იდეების ფორმირებასა და სტარტაპ კომპანიების განვითარებაში. სამიტზე წარმოდგენილნი იქნებიან მომხსენებლები, რომლებმაც ადრეულ ასაკში შეძლეს შეექმნათ წარმატებული ინოვაციური კომპანიები. ისინი ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. სამიტის მეორე ბლოკში მონაწილეები გაეცნობიან იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ საკუთარი კრეატიული იდეების განვითარებაში დაეხმარებათ. ინოვაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში ახალგაზრდებს უდიდესი როლი აქვთ. ამავდროულად, ინოვაციები განსაკუთრებით მნიშნელოვანია სახელმწიფოსათვის, რამდენადაც ის წარმოადგენს ინსტრუმენტს ახალი მომავლის პროფესიების შესაქმნელად, ასევე შემოსავლების ზრდისა და ახალი, ფართო საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად. ვინაიდან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ორიენტირებულია მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირებაზე, ის ინოვაციების ახალგაზრდულ სამიტს ყოველწლიურ სახეს მისცემს, რაც კრეატიული და ინოვაციური საზოგადოების ფორმირებას შეუწყობს ხელს. დაწვრილებითი ინფორმაციისთის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/events/105266909867280/
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)