|
2025-03-04 21:24:59, 598 ნახვა
სამართალი
მაია მწარიაშვილი - გამოძიებას უნდა, რომ ქექოს მზია ამაღლობელის პირადი და პროფესიული ცხოვრება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
"ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დამფუძნებელის მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას უნდა, რომ ქექოს მზია ამაღლობელის პირადი და პროფესიული ცხოვრება „ამ პატაკის საფუძველზე არ შეიძლება არანაირი საპროცესო მოქმედების ჩატარება, არათუ განჩინების აღება,“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ასე აფასებს პროკურატურის მოთხოვნას, საქმის მასალებში მოხვდეს მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია. „დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია ცამოწმენდილზე წერს, რომ „სიზმარში ვნახე“, რომ თითქოს [მზია ამაღლობელმა] მიიღო დავალება. ამიტომ უნდა დავათვალიეროთ მთელი ტელეფონი, თუკი რაიმე ინფორმაცია პირადი თუ პროფესიული აქვს მზიას ამ ტელეფონში. გამოძიება უნდა დაჯდეს თურმე და ქექოს მისი პირადი და პროფესიული ცხოვრება. ეს ყველაფერი დეტექტივის პატაკის საფუძველზე. ამ პატაკის და ყველა შემდგომი დოკუმენტის დაუშვებლობა ვიშუამდგომლეთ ჩვენ დღეს სასამართლოში“, – თქვა მაია მწარიაშვილმა. მაია მწარიაშვილის თქმით, პროკურატურა „სამართლებრივად ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ეს ტელეფონი გახსნას და შიგ მიმოწერები ნახოს“. ეს აჩვენებს ზუსტად, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის და მისი უკანონო მსჯავრდების საქმის უკან სხვა ინტერესები დგას. ეს სხვა ინტერესები უკავშირდება სწორედ მის პირად და პროფესიულ საქმიანობას. იქ ქექვა აინტერესებთ. ჩვენ ვითხოვდით ტელეფონის დაბრუნებას იმიტომ, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან. რომ არ დაებრუნებინათ ეს ტელეფონი და გამოძიებას ექექა კარგად, ამიტომ გააჩინეს ეს პატაკი საქმეში. ყოველთვის მოიძებნება პოლიციელი, ვინც დაწერს ასეთ პატაკს – ჩემს ტელეფონზე, თქვენს ტელეფონზე, ვიღაცის ტელეფონზე. სასამართლო ასეთივე წარმატებით გასცემს განჩინებას. სირცხვილია ასეთი პატაკებით ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი. მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ვიქტორ მეტრეველს მიმართა და სთხოვა ამაღლობელის საქმეს დაურთოს მისი ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია. კერძოდ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ამაღლობელის საქმეში წარდგენილია დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი. ვლადიმერ ჩიტაია 15 თებერვლით დათარიღებულ პატაკში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს“. სწორედ ამ პატაკით ითხოვს პროკურატურა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)