03:32 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 21:02:37, 684 ნახვა

მსოფლიო
მაიკ ჯონსონი - უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის თქმით, დახმარების შეჩერება უკავშირდება გასულ პარასკევს, თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს.

„ეს არის დროებითი პაუზა“, – აღნიშნა ჯონსონმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა „გამოასწოროს ის, რაც გასულ კვირაში მოხდა, შოკისმომგვრელი მოვლენები ოვალურ კაბინეტში“.

„ის თუ ამას გააკეთებს, ვფიქრობ, ეს იქნება მომგებიანი სცენარი ყველა ჩართული მხარისთვის. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო შეთანხმება, რაც შეიძლება, იყოს შეთავაზებული, ამ შეთანხმებას შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, ამიტომ მოვუწოდებ ზელენსკის, გააკეთოს ეს“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ „ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ მას სურს ამ შეთანხმების დადება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics