|
2016-03-10 14:58:34, 537 ნახვა
საზოგადოება
დავით საგანელიძე: ფარმაცევტულ ბაზარზე გამეფებული სიძვირე „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლით და ჩვენი მონაწილეობით 30%ით შემცირდა
გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ საპარტნიორო ფოდნის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ, ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე ფასების კლება ეს რეალობაა და კომპანიის მიმართ არსებულ კითხვებზეც პასუხი გაცემულია. „ალბათ, „ჰუმანითი ჯორჯიასთან“ დაკავშირებით კითხვები ყოველთვის ექნებათ იმ ურწმუნო ადამიანებს და ოპოზიციას, რომელსაც ნამდვილად შეიძლება არ მოსწონს ის შედეგი და ის ფაქტი, რაც რეალობაა. ყველა აღიარებს და ამას ვერსად გაურბიან, რომ 10-15 წლის განმავლობაში გამეფებული ის სიძვირე ფარმაცევტულ ბაზარზე, რაც არსებობდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში სწორედ ამ კომპანიის შემოსვლით და ჩვენი მონაწილეობით 30%ით შემცირდა. ეს ხომ რეალობაა? რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ კითხვები ჩნდება, არის კითხვები, თუ ვინ არის ეს კომპანია, ვინ შემოდის, არის კითხვები ხარისხთან დაკავშირებით, ყველა ეს კითხვა არის პასუხგაცემული. ფაქტი ვიცით, რომ გაიაფებულია წამლები. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)