|
2016-03-10 14:25:43, 552 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: ასეულობით შემთხვევაა, როცა კლინიკები პაციენტის მკურნალობის დოკუმენტაციას არასწორად გვაწვდიან
შორმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ასეულობით შემთხვევაა, როდესაც უწყებას პაციენტის მკურნალობის არამიზნობრივ და შეუსაბამო დოკუმენტაციას აწვდიან. როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, წინა წელს, კლინიკებს ასეთი დოკუმენტაციების 10% უკან დაუბრუნდათ და დაფინანსებაზე უარი ითქვა, წელს კი, მაჩვენებელი 5%-ზე ჩამოვიდა. „აქ არის რამოდენიმე პრობლემა, რომელიც მეტ ნაკლებად საერთოა ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის. ჩვენ შემთხვევაში რადგანაც ანაზღაურების სისტემა სხვადასხვაა გადაუდებელ და გეგმიურ შემთხვევებში, კერძოდ, გადაუდებელი 100%-ით ფინანსდება, ხოლო გეგმიური 70, ან 80%-ით, არის ხოლმე ასეთი მცდელობები კლინიკების მხრიდან, რომ მათ გეგმიური შემთხვევები გაიყვანონ გადაუდებლად. ეს ზოგადად ცნობილი ფენომენია. იდეალური სისტემა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ციფრებში შემიძლია გითხრათ, რომ ის ანგარიშები, რომლებსაც წარმოადგენენ კლინიკები, მაგალითად შარშან 10% შემთხვევაში უკან ვუბრუნებდით, იმიტომ, რომ ეს იყო არამიზნობრივი და შეუსაბამო დოკუმენტაცია. წელს საბედნიეროდ მათ დახვეწეს მოწოდება ინფორმაციის და სადღაც 5%-ის დაბრუნება გვიწევს ხოლმე უკან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)