|
2016-03-10 14:11:02, 622 ნახვა
საზოგადოება
უსუფაშვილი: თუ საიდანმე პრობლემა გველის, სწორედ განათლებიდან და არა სხვა მოვლენიდან
„თუ საიდანმე ქართველებს, ქართველობის, საქართველოს პრობლემა გველის, სწორედ აქედან და არა სხვა მოვლენიდან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, განათლება უპირველესი საზრუნავია. ამასთან, პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ლელოს გასატანად თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში კონკურენტუნარიანი მოქალქეები სჭირდება. „საიდანმე ქართველებს, ქართველობის, საქართველოს პრობლემა გველის, სწორედ აქედან და არა სხვა მოვლენიდან. განათლება უპირველესი საზრუნავია და ეს ცივილიზაციის საწყისი ეტაპებიდან გვესმის. ძალიან ხშირად, ჩვენი საუბრები საუბრებად რჩება და რეალურ ქმედებებში, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე განათლება - სასკოლო განათლება იმ დონის პრიორიტეტად არ და ვერ იქცა, რასაც ის იმსახურებს. განათლებული ადამიანი ყველა საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია, განსაკუთრებით, ჩვენნაირი ქვეყნისთვის. პატარა ქვეყნისთვის, რომელიც თავისი ლელოს გასატანად თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში ძალიან კონკურენტუნარიან ძალიან ძლიერ მოქალაქეებს საჭიროებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)