|
2016-03-10 12:37:43, 685 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი OPIC-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ–ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ელიზაბეტ ლითლფილდს შეხვდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა OPIC–ის საქმიანობა საქართველოში წარმატებით შეაფასეს. აღინიშნა, რომ OPIC–ის დახმარებით, რომლის საინვესტიციო პორტფელი ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, დაფინანსდა 50-ზე მეტი პროექტი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. ,,შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ვიცე-პრემიერთან. განვიხილეთ მნიშვნელოვანი სექტორები, სადაც საქართველოს სურს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ვისაუბრეთ ტურიზმზე, განახლებად ენერგიაზე, განათლებასა და ჯანდაცვის სექტორზე. ასევე ვისაუბრეთ OPIC-ის ძალიან დიდ და წარმატებულ გამოცდილებაზე საქართველოში ინვესტირების კუთხით. ჩვენ ინვესტირებული გვაქვს საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ სხვადასხვა პროექტში ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი. - დაწყებული თბილისში, „მარიოტის“ ქსელის სასტუროებიდან რძის პროდუქტების წარმოებითა და საუნივერსიტეტო პროექტებით დამთავრებული. ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებდით საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციებს და ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი ინვესტირება მოვახდინოთ თქვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება იმ სექტორებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისა და გაძლიერებისთვის. რათა ხელი შევუწყოთ სამუშაო ადგილების ზრდას, შექმნასა და რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას,-‘’განაცხადა ელიზაბეტ ლითლფილდმა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ სექტორებში, მათ შორის, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, განახლებად ენერგიაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში. შეხვედრაზე საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ელიზაბეტ ლითლფილდს მადლობა გადაუხადა ყველა იმ წარმატებული პროექტისთვის, რომლებიც OPIC–ის დახმარებით განხორციელდა საქართველოში. ამასთან, მან ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, მის მნიშვნელობაზე როგორც საქართველოს, ისე რეგიონის მასშტაბით და OPIC–ის გენერალურ დირექტორს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსებაში OPIC-იც ჩაერთვება. შეხვედრის პარალელურად, OPIC–ის ოფისში აღნიშნული ორგანიზაციის მხარდაჭერილი წარმატებული საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქცია, მათ შორის, ღვინო და რძის პროდუქტები“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)