|
2025-03-01 13:27:33, 805 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი სიორიძე - ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში მძიმე მდგომარეობაა, სახელმწიფოს მძიმე ტექნიკას სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ აქვს
თოვლი გაყინული და დამძიმებულია, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში გზები გასაწმენდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები კვლავ მოწყვეტილნი არიან, კომუნიკაციის გარეშე არიან - ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში მძიმე მდგომარეობაა, სახელმწიფოს მძიმე ტექნიკას სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ აქვს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა. მისი თქმით, გურიის რეგიონში სტიქიამ უმძიმესი შედეგები გამოიწვია და ახლაც არის კონკრეტული სოფლები, რომლებიც მოწყვეტილნი არიან გარე სამაყროს. „მე-5 დღეა გურიის რეგიონში პარტია „ლელოს“ შტაბი აგრძელებს მუშაობას. მე-2 დღეა არ თოვს, მაგრამ ამას უკვე სხვა პრობლემები ახლავს, თოვლი გაყინული და დამძიმებულია. როგორც ქალაქში, ისე სოფლებში გზები გასაწმენდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები კვლავ მოწყვეტილნი არიან [გარე სამყაროს], კომუნიკაციის გარეშე არიან. ჩვენს ცხელ ხაზზე ზარები არ წყდება. ზარები ძირითადად ეხება საკვებს, პირველადი მოხმარების ნივთებს, გვირეკავენ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები. დღეს ჰუმანიტარული დახმარების ტვირთები შევავსეთ, საკვები და პირველადი პროდუქტებით და დაგეგმილი გვაქვს სამივე მუნიციპალიტეტში გასვლები. ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში მძიმე მდგომარეობაა. იცით, რომ ჩვენი მძიმე ტექნიკაც მუშაობს და თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ სოფელ ჭანჭათამდე და ძიმითამდე ავაღწიოთ აუცილებლად ავალთ. პრობლემაა ისაა, რომ ჩვენი მძიმე ტექნიკა ყველგან მისვლას ვერ ახერხებს, რადგან სახელმწიფოს უფრო მძიმე ტექნიკას სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ აქვს. შევეცდებით სამაშველო ჯგუფებთან კოორდინაციაში ვიყოთ და დავეხმაროთ, როგორც მძიმე ტექნიკით, ისე ადამიანური რესურსით, რომ ადამიანებამდე ჰუმანიტარული დახმარება მივიტანოთ. შედეგები უმძიმესია“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)