|
2025-03-01 12:46:15, 1490 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 154 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 103 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 51 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, ოდესის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასისა და კიევის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხერსონის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ოდესის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)