|
2025-02-28 23:26:21, 1768 ნახვა
კომენტარი
ამერიკელი კონგრესმენები ტრამპს მწვავედ აკრიტიკებენ
“ მე განადგურებული ვარ” - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ზელენსკისა და ტრამპს შორის ოვალურ კაბინეტში მომხდარ კამათს "ტრამპი და ვენსი პუტინის ბინძურ საქმეს აკეთებენ" - ამის შესახებ სენატის უმცირესობის ლიდერიმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა. ამ დრომდე არ წყდება ამერიკელი პოლიტიკოსების აღშფოთება რომლებიც ტრამპს მხდალ სამარცხვინოს უწოდებენ. "პრეზიდენტი ზელენსკის აბსოლუტური აღფრთოვანება. ამ ბიჭს აქვს ყვე@ები. ის შევიდა ოვალურ კაბინეტში და წინ აღუდგა რუსეთის საუკეთესო მომლაპარაკებლებს" - აცხადებს დემოკრატი კონგრესმენი, ერიკ სვუალუელი.
„დღეს ოვალურ კაბინეტში ერთმანეთს გმირი და მშიშარა შეხვდნენ და როდესაც შეხვედრა დასრულდა, გმირი ბრუნდება სახლში, უკრაინაში” - კალიფორნიის სენატორი, ადამ შიფი. ზელენსკისა და ტრამპს შორის თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა - ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში გაიმართა, სანამ ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ის წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო. ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადებები, რომ უკრაინის ქალაქები მიწასთანაა გასწორებული სამწლიანი ომის შედეგად. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)