|
2025-02-28 19:22:26, 578 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების შეფასებაში დაეხმარება
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დაეხმარება. ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც სწრაფად შექმნის სატელიტურ რუკებს, რათა შეფასდეს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს ბევრი ტერიტორია ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის მძიმე პირობები შექმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირი კოპერნიკს მიმართავს, რათა სატელიტური გამოსახულებებისა და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, ეფექტურად შეაფასოს ზარალი და დაეხმაროს ადგილზე სიტუაციის შეფასებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)