|
2016-03-10 12:10:47, 598 ნახვა
საზოგადოება
რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართა
თბილისში რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართა, რომლის მთავარი თემა საქარეთველოს რძის სექტორში სურსათის უვნებლობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაა. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი მიზანია რძის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის სტანდარტების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. „გაეროს სურსათისა“ და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ხელშეწყობით პირველი რძის კონგრესი იმართება, სადაც მონაწილეობას იღებს როგორც ფერმერები, ისე წარმომადგენლები, ასევე დანადგარების მომწოდებლები. მთავარი მიზანი ქვეყნის არის რძის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა და ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტიულობის ამაღლებისთვის და ამ სექტორის როგორც მომგებიანი ბიზნესის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის“,-განაცხადა კერესელიძემ. კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ სირთულეებზე, რომლებიც საქართველოში რძის მწარმოებელ ფერმერებს ხვდებათ. ეს სირთულეებია: თანამედროვე ფერმერების, გადამამუშავებელი კომპანიების ტექნიკური შესაძლებლობების ნაკლებობა და მათი მოდერნიზაციის საშუალების არქონა. საუბარი ასევე შეეხო თანამედროვე ტექნოლოგიების და მეურნეობის მართვის პრაქტიკას-ცხოველთა კვებითა და მათთვის საჭირო გარემოპირობების შექმნით, რძის ჰიგიენით დასრულებული-რაც რძის ბიზნესში ჩართულმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, იმისათვის, რომ შეძლონ რძის პროდუქტიულობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება. რძის ეროვნული კონგრესი ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება FAO/EBRD-ის პროექტის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში, ცოდნის გადაცემის გზით ფარგლებში. პროექტის ცენტრალური კომპონენტია ტრენინგი და ცოდნის გადაცემა რძის სექტორში ქართველი ფერმერებისათვის. ცნობისთვის, ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) მიერ. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, კონგრესს დაესწრნენ სექტორის ექსპერტები, მასალებისა და დანადგარების მომწოდებლები, მწარმოებლები და ფერმერები. ღონისძიების მიზანია, საქართველოს რძის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის უახლოესი სტანდარტების განხილვა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელება.
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)