|
2025-02-28 16:52:18, 498 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება
როდესაც ოკუპანტი რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები და ტყუილები ერთი-ერთში ემთხვევა ევროკავშირთან და საქართველოს ათიათასობით მოქალაქესთან დაკავშირებით, აღარანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ეჭვისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ევროკავშირი დღიურად 120 ევროს ოდენობით აფინანსებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს არა ქართველ ხალხს, არამედ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს. „როდესაც ოკუპანტი რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები და ტყუილები ერთი-ერთში ემთხვევა ევროკავშირთან და საქართველოს ათიათასობით მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ ძალადობას აპროტესტებენ, ეს აღარ ტოვებს აღარანაირ სივრცეს ეჭვისათვისაც, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომაა, რომ „ქართული ოცნება“ იმ ტყუილებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფოს დაზვერვა და ეს დღესავით ნათელი მტკიცებულებაა, თუ ვის წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნება“. ისინი დღეს არა ქართველ ხალხს, არამედ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)