|
2025-02-28 11:30:20, 553 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი სიორიძე - გურიაში თოვა შეწყდა, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყინული გაიწმინდოს
თოვა შეწყდა თუმცა, ახლა არის ყინული და მომდევნო დღეებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყინული გაიწმინდოს. მამუკა ხაზარაძის ინიციატივით დამატებითი სპეცტექნიკა ჩამოვიდა და მუშაობს. იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქია უახლეს დღეებში დასრულდება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა. ასევე მისი თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები სტიქიის ზონაში ფიზიკურად მუშაობენ და მოსახლეობას ეხმარებიან. „მეოთხე დღეა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბი მუშაობს ოზურგეთის რაიონებში. 27 თებერვალს სპეციალური მძიმე ტექნიკა შემოვიყვანეთ, რომლებმაც რამდენიმე სოფელში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს, მათ შორის სოფელ - მერიაში, ციხისფერდში, დაბა ურეკში... მინდა გითხრათ, რომ კურორტი ურეკი პრაქტიკულად განადგურებულია, სავალალო მდგომარეობაა. ღამით კი, დამატებითი მძიმე ტექნიკა შემოვიდა და დილით დაიწყო სამუშაოები. ვმუშაობთ სოფლის გზებზე, სპეცტექნიკა კი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს. ალეკო ელისაშვილი თავის გუნდთან ერთად წასულია სოფელ მთისპირში და ადამიანებს ფიზიკურად ეხმარება გადათოვლის პროცესში. ასევე ვატო სურგულაძემ გაჭირვებული ადამიანებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა დაიწყო. არ წყდება ზარები ჩვენ ცხელ ხაზზე. დღეს გვაქვს დაგეგმილი ინტენსიური გრაფიკით გასვლები, სადაც შესაძლებელია მისვლა მივდივართ, სპეცტექნიკა კი, როდესაც გაწმენდს გზებს მივალთ ყველა იმ ადამიანებთან ვისაც დახმარება სჭირდება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)