|
2025-02-27 21:17:05, 581 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოები გაუქმდება
საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოები გაუქმდება. აღნიშნული ცვლილება "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში იგეგმება. კანონპროექტით ყველა ნორმა, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოების ფუნქციონირებას ეხება ამოიღება. ასევე, ტერმინები "გენდერი" და "გენდერული იდენტობა" ამოიღება მოქმედი კანონებიდან, ხოლო "გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონს სახელწოდება შეეცვლება და მას "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონი დაერქმევა. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, კანონებში "გენდერული საკითხები" შეიცვლება ჩანაწერით "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები", ხოლო ტერმინი "გენდერული ნიშნის შეუწყნარებლობა" შეიცვლება "ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით". კანონში გამოყენებული სხვა ტერმინებიც, როგორებიცაა "გენდერულად მგრძნობიარე", შეიცვლება სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე შესაბამისი ტერმინებით. "ქართული ოცნების" განმარტებით, ბოლო წლებში საქართველოს კანონმდებლობაში უცხოური გავლენის შედეგად დაინერგა ტერმინი "გენდერი", რაც, მათი აზრით, იყო გლობალური ტენდენციის ნაწილი. კანონის ავტორები თვლიან, რომ ეს პროცესები არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი იყო, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის და გავლენის მოპოვების გლობალური მიზანი. კანონპროექტზე 28 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იმსჯელებს. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე,
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)