14:25 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 15:54:23, 416 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ე.წ. ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, არ უნდა არსებობდეს

ის, რაც დღეს გურიაში ხდება, არის სახელმწიფოს გულგრილობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. თოვლმა რეგიონი სრულად ჩაკეტა – ადამიანები აღმოჩნდნენ მიტოვებულები დენის, წყლისა და გზის გარეშე, ხოლო ე.წ. ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურში უნდა იდგეს, საერთოდ არ არსებობს! - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

,,მართლა რა გაჩერებთ კაბინეტებში? ამ მასშტაბის სტიქიის დროს არ უნდა ჩადიოდეთ ხალხთან?! ამ ფონზე როცა ასე უჭირთ მოქალაქეებს და თქვენ არ გცალიათ მათთვის, მოიცალეთ ევროკავშირის ელჩზე შეტევისთვის და მთელი ევროპისთვის თავზე გადასავლელად. ესეც არ იკმარეთ და ზემოდან კიდევ მორალს კითხულობთ – მართლა ამორალურები ხართ! ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, საერთოდ არ უნდა არსებობდეს! ჩვენ ერთად გადავურჩებით ამ კრიზისსაც და მალე დავასრულებთ იმ არალეგიტიმური რეჟიმის არსებობასაც, რომელიც ყოველდღე ანგრევს ჩვენს ქვეყანას'' - ამბობს კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics