|
2025-02-25 15:31:22, 405 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველის აპარატი - დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა
გურიასა და სხვა რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა, რაც პირველ რიგში, საგანგებო სიტუაციების მართვას, საფრთხეების იდენტიფიცირებას და მუნიციპალიტეტებში დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით, შესაბამისი რისკების მართვის გეგმებს უკავშირდება,- ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, კანონმდებლობიდან გამომდინარე ერთობლივი ძალისხმევით და სათანადო რესურსების გამოყენებით უნდა ატარებდეს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს. „უპირველესად, საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს გურიაში სტიქიურ მოვლენების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. ამ დრომდე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება გურიის რეგიონში სოფლების გარე სამყაროსთან მოწყვეტისა და მოქალაქეების, მათ შორის, ხანდაზმულებისა და ბავშვების, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩენის (ელექტროენერგიის შეწყვეტის, საკვების მარაგის ამოწურვის, საცხოვრებელი სახლების ნგრევის/ნგრევის რისკების), ასევე, დაშავებული მოქალაქის თაობაზე. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, კანონმდებლობიდან გამომდინარე ერთობლივი ძალისხმევით და სათანადო რესურსების გამოყენებით უნდა ატარებდეს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, ქონების დაცვის მიზნით. გურიასა და სხვა რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა, რაც პირველ რიგში, საგანგებო სიტუაციების მართვას, საფრთხეების იდენტიფიცირებას და მუნიციპალიტეტებში დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით, შესაბამისი რისკების მართვის გეგმებს უკავშირდება. აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დაცვის ინტერესებს და მათ დაცვაზე საქართველოს სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში განაგრძობს ზედამხედველობას“,- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)