|
2025-02-25 14:34:37, 578 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი ევროპას ბირთვულ ფარს სთავაზობს
საფრანგეთი მზადაა, თავისი ბირთვული შეკავების ძალები ევროპის დასაცავად გამოიყენოს, - ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა ბირთვული იარაღის მატარებელი მოიერიშე თვითმფრინავები, შეიძლება, გერმანიაში განათავსოს იმ ფონზე, როცა აშშ თავისი ძალების კონტინენტიდან გაყვანით იმუქრება. ფრანგმა ოფიციალურმა პირმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების განლაგება გზავნილს გაუგზავნის ვლადიმერ პუტინს, ხოლო ბერლინში დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ეს ზეწოლას მოახდენს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრზე, კირ სტარმერზე, რათა მანაც იგივე გააკეთოს. „გერმანიაში რამდენიმე ფრანგული ბირთვული გამანადგურებლის განთავსება არ უნდა იყოს რთული და ძლიერ გზავნილს გააგზავნის“, - აღნიშნა წყარომ. „ფრიდრიხ მერცმა, რომელიც, მოსალოდნელია, რომ გერმანიის შემდეგი კანცლერი გახდება, ბრიტანეთსა და საფრანგეთს მოუწოდა, გააძლიერონ ბირთვული თავდაცვა, რადგან ის დონალდ ტრამპის ამერიკისგან ევროპის „დამოუკიდებლობას“ ეძებს“, - წერს The Telegraph-ი. ემანუელ მაკრონი ფრიდრიხ მერცს თეთრ სახლში ვიზიტამდე ტელეფონით ესაუბრა. დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ მშვიდობა „არ უნდა იყოს უკრაინის კაპიტულაცია“ და მან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ კონტინენტის დასაცავად. The Telegraph-ი წერს, რომ საფრანგეთის არსენალი შედგება დაახლოებით, 300 ბირთვული იარაღისგან, რომლის გაშვება ზღვიდან და ჰაერიდანაა შესაძლებელი. ბრიტანეთის Trident-ის ბირთვული შემაკავებელი სისტემა კი შედგება ოთხი Vanguard-ის კლასის წყალქვეშა ნავისაგან, მათგან თითოეულს 16-მდე ქობინის ტარება შეუძლია.
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)