|
2025-02-25 14:14:11, 479 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - აქციების მიზანია, როგორმე “ნაცმოძრაობას“ სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ და სალომე ზურაბიშვილი წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი
ახლა ამ აქციებს ძირითადად, ერთი მიზანი აქვთ - როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ ამ წინააღმდეგობის მოძრაობას და სალომე ზურაბიშვილი - ეს ჩვეულებრივი, რიგითი, ნომრიანი აგენტურა და მისი გარემოცვა წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ამ აზრს ემსახურება ნებისმიერ აქცია და სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არიან ახალგაზრდები. „ერთადერთი ლოზუნგი დარჩა, რომ საქართველო თითქოს რუსეთის გუბერნია უნდა გახდეს - საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ითხოვს სამშვიდობო პროცესის განვითარებას და რომელიც უკრაინის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციას შეუერთდა გაეროს გენასამბლეაზე განსახილველად. საქართველო ამას ითხოვს და საქართველოს ამის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს ანგარიშს, რაში ხარჯავენ ფულს, იმის გამო, რომ ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება, იმის გამო, რომ საქართველომ არჩევნები ისე ჩაატარა, რომ სალომე ზურაბიშვილის იდეებმა და გვარამიამ ვერ გაიმარჯვა - გამოაცხადეს რუსეთის ორბიტაზე გასულად, რაც აბსოლუტურად უტიფარია, თავისი შინაარსით. ახლა ამ აქციებს ძირითადად, ერთი მიზანი აქვთ - როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ ამ წინააღმდეგობის მოძრაობას და როგორმე სალომე ზურაბიშვილი - ეს ჩვეულებრივი, რიგითი, ნომრიანი აგენტურა და მისი გარემოცვა წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი. აი, ამ აზრს ემსახურება ნებისმიერ აქცია და სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არიან ახალგაზრდები, რომლებსაც რეალურად, არ ესმით რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში და რა ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ, საქართველო გადაურჩეს იმ მზაკვრულ გეგმას, რაც, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილს გააჩნია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)