|
2016-03-09 17:59:19, 498 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღე გაიხსნა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცის აკადემიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ღია კარის დღე გახსნა. საბაკალავრო სკოლის IV კურსის იუნკერმა, რიგითმა გიორგი ფერაძემ აბიტურიენტებს სკოლაში მიღების პირობების, არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ახალგაზრდებმა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლის უპირატესობასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზეც მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 28 მარტიდან 17 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები აკადემიის შიდა ტურებს გაივლიან, რომელიც ფიზიკურ მომზადებას, სამედიცინო შემოწმებასა და გასაუბრებას მოიცავს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი შემდეგი საგნები ბარდება - ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამებზე ხორციელდება. იუნკერები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაზღვევით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი". ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიერ.
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)