|
2025-02-25 09:21:53, 395 ნახვა
პოლიტიკა
დღეს, თბილისში რამდენიმე საპროტესტო მარში და აქცია გაიმართება
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, თბილისში რამდენიმე საპროტესტო მარში და აქცია გაიმართება. ასევე, ორგანზიატორების ინფორმაციით, 25 თებერვალს, 16:00 საათზე, “საქართველო გაიფიცება”. გარდა ამისა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 25 თებერვალს 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ ლოზუნგით: „არა რუსულ ოკუპაციას“ . რაც შეეხება მარშების განრიგს: 17:45 საათზე, ვაკის პარკიდან მარო მაყაშვილის სახელობის მარში დაიწყება. 17:30 საათზე, დაიწყება იუნკერების სახელობის მარშით ამაღლების ქუჩიდან. 17:30 საათზე, შეიკრიბებიან ავლაბრის მეტროდან გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარშზე. 18:00 საათზე, დაიწყება მარჯანიშვილის მოედნიდან ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში. 18:00 საათზე კი სადგურის მოედნიდან ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში შედგება. 18:40 საათზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარში დაიწყება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარშები საბოლოოდ გმირთა მოედანზე გაერთიანდება, „რწმენით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის საქართველოს დროშა იფრიალებს!“ „25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს, 1921 წელს, თბილისის აღებით რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარება. 1921 წლის ნოემბერში, ქართველი ხალხი გაიფიცა და ამ ფორმით აჩვენა წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. ცხადია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად, ხოლო 1924 წლისა და 1937 წლის რეპრესიებმა ათწლეულობით დაასამარა დამოუკიდებლობის იდეა. 25 თებერვალი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება. დღეს, ქართველები ზუსტად იმავე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, სადაც ან გავიმარჯვებთ, ან დავკარგავთ ყველაზე ფასეულს - სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. უკვე მესამე თვეა უწყვეტად ვდგავართ ქუჩაში და ვიცავთ საკუთარ მომავალს და განსხვავებით წარსულისგან, ამ ბრძოლაში ვართ ბევრად ძლიერები. ამიტომ, 25 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველო გაიფიცება. გაიფიცება დასაქმებული თუ დამსაქმებელი, ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს სიმდიდრეს, ასაზრდოებენ საქართველოს ეკონომიკას. დავდგებით საკუთარი ოფისებისა და სამსახურების წინ და შემდეგ მარშებად დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები მივალთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც სიცოცხლე ამავე იდეალებისთვის საქართველოს შესწირეს” მივალთ 49 სინდისის პატიმრის სახელით! მივალთ 500 ნაცემი და ნაწამები თანამებრძოლის სახელით! მივალთ ათასობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით! მივალთ ათიათასობით შეურაცხყოფილი ადამიანის სახელით! მივალთ ასიათასობით გაბრაზებული ადამიანის სახელით! მივალთ საქართველოს სახელით!“, - წერია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)