|
2025-02-25 03:18:17, 1542 ნახვა
საზოგადოება
ადგილები გურიაში სადაც ხალხი დახმარებას ითხოვს, ე.წ ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს
გურიაში სხვადასხვა ლოკაციაზე ხალხი შველას ითხოვს. სოფლებში მარტოხელა მოხუცები არიან დარჩენილები თოლს კი სახლები აქვთ დაფარული. ამ ფონზე ხელისუფლება უმოქმედოა. ეს არის გუგლი მაპზე შედგენილი დეტალური რუკა, იმ სოფლებისა სადაც გადაუდებელი დახმარებაა საჭირო. "ექსპრესნიუსმა" შეკრიბა მოქალაქეთა შეტყობინებები. შრომის თემი / ვაკე სახლის გადათოვლისას დაშავდა მამუკა ქვილორია. სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება. შრომის თემი / ვაკე ვენერა სარქისიანი სახლში მარტოა. ვერ უკავშირდება შვილი. მეზობლის მიერ მიწოდებული უკანასკნელი ინფორმაციით, საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი, ანუ სითბო აქვს. შრომის თემი / ორმეთი Mari Kavtaradze ბებიას ბოლოს ესაუბრა 20:00-ზე. იმ დროისთვის ინგრეოდა სახლი. ბებია და ბაბუა თავს აფარებდნენ საქათმეს. ახლა ვეღარ უკავშირდება. შრომის თემი / ორმეთი ირმა ხომერიკი წერს, რომ ოტია ხომერიკს სჭირდება ევაკუაცია. გათიშულია მობილური. სახლი თოვლის სიმძიმის გამო დანგრევის პირასაა. სოფ. შრომა მიშო მჟავანაძე ემიგრაციიდან ვერ უკავშირდება ბიძას და ბაბუას, რომელიც 94 წლისაა და სუსტი ჯანმრთელობა აქვს. სოფ. ზომლეთი Maia Dzeria-Sikharulidze წერს, რომ თბილისიდან ჩასულ ოჯახს სჭირდება საკვები და სიცხის დამწევი მედიკამენტები. სოფ. ჯუმათი ანა ჩხარტიშვილი ემიგრაციდან წერს, რომ ვერ უკავშირდება ბებოს და ბაბუს. მე-5 დღეა სოფელში გადაუღებლად თოვს. მეზობელმა ინახულა რამდენიმე დღის წინ. ახლა ვერც მეზობელს უკავშირდება. სოფ. კონჭათი ნატა მაჩუტაძე წერს, რომ ვერ უკავშირდება სოფელს. მისი მტკიცებით, სოფელს არ აქვს საკვები. არც წყალი, მაგრამ თოვლს დაადნობენო. სოფ. ჩოჩხათი დახმარება სჭირდება ნათია ზენაიშვილის ძმას, რომელიც მეზობელთან ათევს ღამეს. თოვლის გამო ვეღარ ბრუნდება სახლში, რომელიც ნათია თქმით, შესაძლოა, უკვე დანგრეულია. სოფ. ბაილეთი Natia Darchia წერს, რომ სოფელში ბევრი ასაკოვანია, რომლებსაც ახალგაზრდები სახურავების გადათოვლაში ეხმარებიან, მაგრამ ყველას დახმარებას ვერ ასწრებენ. სოფელში გამოლეულია საკვები. სოფელ ღრმაღელეში,ლანჩხუთის რაიონის. ოჯახებს უკიდურესად ესაჭიროებათ სახლების დათოვლვა,რადგანაც თოვლის საფარი ძალიან მძიმეა,სახლები კი ძველი ნაშენები და გადახურული. ყველაზე დიდი საფრთხე ამ ეტაპზე ესააა სოფელ შრომაში ჩვენც ვერ ვუკავშირდებით მეუღლის ბებიას და ბაბუას,მარტო არიან სახლში. სოფ. კონჭკათი, 112ს ველაპარაკებით დღეს მთელი დღეა რომ ვინმემ რამე ქნას. წყალიც არ აქვთ, ალბათ თოვლს დაადნობენ მაგრამ სხვა რას იზამენ არ ვიცით, შუქი არაა და ვეღარ ვუკავშირდებით, ტელეფონები გამორთულია. პროდუქტებს ვერც ვერავინ მიაწვდის რადგან ეზოშიც კი ვერ გამოდიოდნენ იმხელა თოვლია, მანდ ტრაქტორი თუ ავა რომ რამენაირად გამოყვანა შეძლონ ადამიანების, ვერც ფეხით ავა ვინმე და ვერც მანქანით, თვითოჯ ვერ ახერხებდნენ სახლიდან გამოსვლას ისეთი სიტუაციაა.
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)