|
2016-03-09 17:55:44, 600 ნახვა
საზოგადოება
კოტე გოგელია და მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძისგან განმარტებებს ითხოვენ
მაკა ასათიანმა და კოტე გოგელიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან კონსულტაციების დაწყებას არ აპირებენ. "მაესტროს" შენობის მფლობელების განცხადებით, ისინი გაჩეჩილაძისა და მისი გუნდისგან იმ „უსამართლო ბრალდებებზე“, თითქოს მათ გაძარცვეს "მაესტრო", განმარტებებს ითხოვენ. „ასევე ველოდებით განმარტებას, რამდენად მისაღებია მათთვის ე.წ რუსული ფულით შეძენილ შენობაში მოღვაწეობა გააგრძელონ და ვინაიდან უარს ვაცხადებთ მათ მივცეთ ამ შენობით სარგებლობის უფლება, დიდი ინტერესით დავაკვირდებით, თუ რომელი ქვეყნის ფულით შეძენილ შენობაში შესთავაზებენ ჟურნალისტებს ალტერნატიულ ფართს. მივმართავთ "მაესტროს" გადარჩენის ლოზუნგით მოსულ „გუნდს“, რომლებმაც ასე წარმატებულად და ძალისმიერად მოახერხეს თავის თავზე პასუხისმგებლობა აეღოთ, ჩვენს მიმართ არსებულ ვალდებულებებზე. პირველ რიგში დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ვალების გადახდა და მხოლოდ ამის შემდგომ მისცენ თავიანთ თავს უფლება, ისაუბრონ სხვისი კერძო საკუთრების იმედად თავიანთი ბუნდოვანი გეგმების შესახებ. ჩვენის მხრივ კი მაესტროელების წინაშე პირობას ვდებთ, რომ ვალდებულებების ფარგლებში დაბრუნებული თითოეული თეთრი მოხმარდება ისევ "მაესტროს" მაუწყებლობას, მის კიდევ უფრო გაძლიერებასა და განვითარებას. ერთგული ვრჩებით ჩვენი პრინციპის მიმართ, რომლის მიხედვითაც "მაესტროს" არ განვიხილავთ როგორც ცალკეულ ქონებას ან შპს-ს. ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანების ერთობა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არაფერს დავიშურებთ, რათა მისი მაუწყებლობა იყოს ხელშეუხებელი“, - აცხადებენ ასათიანი და გოგელია.
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)