|
2025-02-24 15:17:10, 1162 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადის პრემიერი - უკრაინაში ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო, რუსეთის სურვილის, გააფართოოს იმპერია
უკრაინელ ხალხს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის ერთი დღეც კი არ უნდა გადაეტანა, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ განაცხადამ რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები როგორც პირადად, ასევე ონლაინ რეჟიმში ესწრებიან. „ეს არ არის ის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას სურდა ან მისი პროვოცირება მოახდინა. ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო - რუსეთის სურვილის გამო - წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს თავისი იმპერიის ტერიტორია. რუსეთის ფედერაციის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი თავდასხმა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ მიიღოს ხანგრძლივი მშვიდობა, რისი მიღწევაც შეუძლებელია, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინელები არ ისხდებიან“, - აღნიშნა ტრუდომ. მან პარტნიორებს მოუწოდა გაზარდონ უკრაინის დახმარება. კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კიევი კიდევ 25 ერთეულ LAV III ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას და სხვა სახის იარაღს მიიღებს. „ჩვენ ასევე გადავცემთ უკრაინის დახმარების პირველ ტრანშს 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით“, - აღნიშნა ტრუდომ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)