|
2025-02-24 15:09:29, 386 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკმა კაია კალასის განცხადებას “უტიფრობა, უნამუსობა და პოლიტიკური მანიპულაცია“ უწოდა
მე ვფიქრობ, კაია კალასმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს, მილიონიანი შემოსავლები რატომ აქვს და ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი?! - როდესაც შენი ოჯახი მილიონებს შოულობს რუსეთში და ასე ხისტად გამოდიხარ, რასაკვირველია, ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ ობიექტურ შეფასებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება შეაფასა. ვოლსკიმ კალასის განცხადებას „უტიფრობა, უნამუსობა და პოლიტიკური მანიპულაცია“ უწოდა. „მე ვფიქრობ, რომ კაია კალასი უნდა დაფიქრდეს და პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებდა და აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს, მილიონიანი შემოსავლები რატომ აქვს, ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი ზოგადად. რასაკვირველია, სანქციები შეუძლია მოითხოვოს, მაგრამ მოძალადის მიმართ. მოძალადეობა რამ წარმოშვა, რამ განაპირობა, რისთვის იყო ეს მოძალადეობა?! როდესაც პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციას, როდესაც ქუჩებს, პარლამენტის შენობას წვავდნენ, ეს იყო ძალადობის თავდაპირველი საფუძველი და მიზეზი. ამას რომ არ აკეთებ, რომ არ აანალიზებ და შემოდიხარ პირდაპირ, რომ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს დაუჭირო მხარი და მეორე როგორმე ჩააყენო უხერხულ მდგომარეობაში, რასაკვირველია, ეს არის არის მარტო ორმაგი სტანდარტი, ეს არის უტიფრობა. ეს უნამუსობაა. პოლიტიკური მანიპულაცია ჰქვია ამას. როგორ შეიძლება?! რა დავიმსახურეთ?! რით?! რის გამო, რომ საქართველომ სტაბილურობა შეინარჩუნა და არ მივეცით საშუალება ნგრევას, რომ განვითარებულიყო?! შეიძლება იყო რაღაც გადაცდომები ისე როგორც ხდება დემოკრატიებში. გერმანიაში, საფრანგეთში ამდენი ადამიანი დაიღუპა. ამ ჯახის დროს ადამიანები დაშავდებიან, იციან, რომ ეს აუცილებლად მოხდება და რასაკვირველია, ამას უნდა შესაბამისი ანალიზი. როდესაც ასე ხისტად გამოდიხარ, როდესაც შენი ოჯახი მილიონებს შოულობს რუსეთში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რასაკვირველია, ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ ობიექტურ შეფასებას," - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საქართველოში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ". „დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც იყენებს ძალადობას საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ - ჯერჯერობით, ორი ევროპული ქვეყანა ვერ დავარწმუნეთ, ამას დაეთანხმონ“, - განაცხადა კალასმა.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)