|
2025-02-24 12:35:02, 376 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ე.წ. დიფ სთეითის დამარცხების შემდეგ, დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბოლო სამი წელი ძალიან რთული იყო, თუმცა საზოგადოებამ კარგად გაიგო, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა. „არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომ მივესალმებით ურთიერთობების დარეგულირებას. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიცავდით ჩვენს ინტერესს, ქვეყანას და არავის ვაძლევდით საშუალებას, საქართველო გამოეყენებინათ თავიანთი ზრახვებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ეს სამი წელი. გახსოვთ, რა განცხადებები კეთდებოდა – იყო პირდაპირი მუქარები, შანტაჟი, რომელიც ახლაც გრძელდება, თუმცა ხალხთან ერთად დავდექით ძალიან მტკიცედ, გამოვიჩინეთ პრინციპულობა, საზოგადოებას ავუხსენით რეალობა, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა, რა ძალები ებრძოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ადგილობრივი აგენტურის ჩართულობით. ხალხმა გაიგო ყველაფერი, მხარი დაგვიჭირა და ერთად შევძელით, რომ ქვეყნისთვის ძალიან დიდი უბედურება აგვერიდებინა“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერი იმედოვნებს, რომ ე.წ. დიფ სთეითის დამარცხების შემდეგ, დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება და ეს ყველაფერი საქართველოზე დადებითად აისახება. „აშშ-ის პრეზიდენტს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხება და გვინდა, რომ ეს ყველაფერი აისახოს საქართველოზე, არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით, ქმედებებით, ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერი, თუნდაც სტრატეგიული ურთიერთობები, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)