15:36 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 13:08:37, 422 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ იყო პასუხისმგებელი უკრაინაში ომის დაწყებაზე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისთვის აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობა, რასაც ემსახურება პარლამენტში დაინიცირებული თითოეული კანონპროექტი, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. მისი თქმით, ეს კანონები განკუთვნილია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და წარმოადგენს „დიფ სთეიტის“ საწინააღმდეგო პაკეტს.

„ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის კანონმდებლობით. ამ მიზანს ემსახურება ყველა ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ეს აუცილებელია, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება,“ - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „დიფ სთეითი“ იყო პასუხისმგებელი უკრაინაში ომის დაწყებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.  მისივე თქმით, ეს ომი არის უდიდესი დანაშაული უკრაინისა და კაცობრიობის წინაშე, რადგან „დიფ სთეითმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სამხედრო აგრესია დაწყებულიყო“, რამაც გამოიწვია უამრავი მსხვერპლი.

 „ეს ომი არ უნდა დაშვებულიყო, თუმცა კონკრეტული ძალები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ომი შემდგარიყო,“ - აღნიშნა კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics