|
2016-03-09 16:11:51, 646 ნახვა
საზოგადოება
გადაბაძეს არ აქვს ინფორმაცია აპირებს თუ არა
ბაია გადაბაძეს არ აქვს ინფორმაცია აპირებს თუ არა "მაესტროს" რომელიმე ჟურნალისტი ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე მისვლას. "მაესტროს" უკვე ყოფილი დირექტორის თქმით, მისი მთავარი მიზანია, ტელევიზიამ სარედაქციო დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. "მიზანია, რომ "მაესტრომ" სარედაქციო დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და მნიშვნელობა არ აქვს მე ამ მიზანს 100% თუ 99 % მხარდაჭერით მივაღწევ. ყველას წარმატებას ვუსურვებ თავის გზაზე, თუმცა არანაირი ინფორმაცია არცერთ ჟურნალისტზე, რომ აპირებდეს მისვლას მე პირადად არ მაქვს. რადგან მას მაინც მოუნდა ასეთი შპს-ს დირექტორობა, ეს მისი ნებაა. გაიგებს, რომ არ ეკუთვნის ლოგო და წარწერა, მერე მოგვიანებით ალბათ გაიგებს, რომ თანამშრომლებიც არ აპირებენ მასთან თანამშრომლობას და საბოლოოდ რის დირექტორი იქნება თვითონ გადაწყვეტს“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ. შეგახსენებთ, "მაესტროს" ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ლევან გაჩეჩილაძემ, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს დღეს შეხვედრა საკუთარ სახლში შესთავაზა. ამასთანავე ჟურნალისტებისთვის რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ლევან გაჩეჩილაძე დღეს შესაძლოა "მაესტროში" მივიდეს. იგი ტელევიზიაში, სავარაუდოდ, 5 საათისთვის მივა.
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)