|
2025-02-21 16:07:45, 1243 ნახვა
ომი უკრაინაში
დადგენილია უკრაინაში დაღუპული 95 ათასი რუსი ჯარისკაცის ვინაობა
ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა ღია წყაროებზე დაყრდნობით შეძლეს დაედგინათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპული, სულ მცირე, 95 026 რუსი სამხედროს სახელები. ეს ინფორმაცია მოპოვებულია "ბიბისის" რუსული რედაქციის და "მედიაზონის" მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიას 2 333 სახელი დაემატა. წინა მონაცემთან შედარებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაღუპულ რუს სამხედროთა რაოდენობას დაახლოებით 4 ათასით ახალი სახელი დაემატა. დადგენილია, რომ იმ ადამიანების ნახევარზე მეტი, რომელთა დაღუპვაც დადასტურდა, არიან მოხალისეები, რომლებსაც არ ჰქონიათ კავშირი რუსეთის არმიასთან და ხელი მოაწერეს კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
ჟურნალისტების გაანგარიშებით, დაღუპულ სამხედროთა შორის კოლონიიდან ომში გაგზავნილი 16 171 მსჯავრდადებულია. ამ რიცხვში შედის მხოლოდ ის, ვისი სისხლის სამართლის ჩანაწერებიც დადასტურებულია ღია წყაროებით, მაგრამ სინამდვილეში ეს ციფრი შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რეალური დანაკარგები შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს, რადგან ჟურნალისტთა ანალიზი, სავარაუდოდ, დაღუპულთა მხოლოდ 45-65 პროცენტს მოიცავს. ბევრი დაღუპულის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ არის. რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად არ ავრცელებს ინფორმაციას ფრონტზე განცდილი დანაკარგების შესახებ. მაგრამ ზოგიერთი წყაროს თანახმად, დაღუპულია 91-დან 120 ათასამდე სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ NBC News-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთთან ბრძოლის პერიოდში დაიღუპა 46 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, კიდევ ათეულობით ათასი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან ტყვედ იმყოფება. უკრაინაში ომის კომენტირებისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ადამიანური თვალსაზრისით" მას საშინლად მიიჩნევს. თებერვლის დასაწყისში ტრამპი კვლავაც შეეხო ამ ომში მხარეების კატასტროფულ დანაკარგებს და აღნიშნა, რომ რუსეთმა 800 ან 900 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულისა და დაჭრილის სახით. ხოლო უკრაინამ - 700 ათასამდე.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)