|
2025-02-21 13:40:35, 504 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირისკენ გზას
სამწუხაროდ, პოლონეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც ასევე სრულიად უსამართლოდ - ტყუილითა და დეზინფორმაციით აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას - რაც შეეხება ანტიევროპულ განცხადებებს, მე არ ვიცი მინისტრი რას გულისხმობს, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი დღესაც აგრძელებს კანონშემოქმედებით საქმიანობებს, ევროკავშირთან დაახლოებას და ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს. „სამწუხაროდ, პოლონეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც ასევე სრულიად უსამართლოდ ტყუილით და დეზინფორმაციით აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. იგივე შეიძლება ითქვას საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებაზეც. ეუთომ ჩატარებული არჩევნები დადებითად შეაფასა. ითქვა, რომ იყო კონკურენტუნარიანი და მთავარი - ვენაში ახლაც მონაწილეობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. ეს არის პასუხი სიკორსკის განცხადებაზე. რაც შეეხება ანტიევროპულ განცხადებებს, მე არ ვიცი მინისტრი რას გულისხმობს. საქართველოს პარლამენტი დღესაც აგრძელებს კანონშემოქმედებით საქმიანობებს, ევროკავშირთან დაახლოებას და ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს. იგივე ეხება მთავრობას, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს რეფორმებს. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირისკენ გზას - გადაწყვეტილება არის თავად ევროკავშირზე. პოლონეთმა, რომელიც ახლა, მომავალი 6 თვე, სიმბოლურად იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო, ველოდებით, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებითაა, შეიცვალოს. ასევე, ველოდებით, რომ მომავალ თვეებში ეს დამოკიდებულება არამხოლოდ პოლონეთთან, არამედ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც შეიცვლება”, - განაცხადა ბოჟაძემ. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ისინი საქართველოსგან მოელიან ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)