|
2025-02-21 13:13:17, 1522 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო - დღევანდელ ვითარებაში არჩევნები ჩვენი სამშობლოსთვის საწამლავია
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო თვლის, რომ არასწორია არჩევნების ჩატარება უკრაინაში სტაბილური მშვიდობის დამყარებამდე. "ასეთ რთულ ვითარებაში, საარჩევნო კამპანიამ შეიძლება გაანადგუროს ქვეყანა შიგნიდან და საგრძნობლად დაასუსტოს იგი", — განაცხადა კლიჩკომ ხუთშაბათს, 20 თებერვალს DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიუსელში პაველ ადამოვიჩის პრემიის პრეზენტაციაზე გამართულ პრესკონფერენციაზე. ეს ჯილდო ადგილობრივი დემოკრატიის განმტკიცებაში, ადამიანის უფლებების დაცვასა და ევროკავშირში სამოქალაქო სოლიდარობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ. "დღევანდელ ვითარებაში არჩევნები ჩვენი სამშობლოსთვის საწამლავია. როგორც კი მშვიდობა თანდათან დაბრუნდება უკრაინაში, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება არჩევნები", — ამბობს ვიტალი კლიჩკო. მისი აზრით, ახლა არჩევნებისთვის მომზადებას აზრი არ აქვს, რადგან „საკითხი, იარსებებს თუ არა უკრაინა, ღიაა“. "მაშინ, როცა უკრაინელები დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვიან, ქვეყნის პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააერთიანონ თავიანთი ძალა, რათა ბოლო მოეღოს ომს. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ, უკრაინის ირგვლივ ერთიანობის არსებობა", — შეაჯამა კიევის მერმა. 19 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სრულად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას მიეძღვნა. მან თქვა, რომ ზელენსკი დიქტატორია, უკრაინისთვის ომის აცილება შეეძლო და 4%-ის მხარდაჭერა აქვს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)