10:34 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 11:48:25, 524 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ექსპერტიზით, ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე ნიკა კაციას თითის კვალი არ გამოვლინდა

აქციების პერიოდში დაკავებული ნიკა კაციას ადვოკატის განცხადებით, ჩაატარეს ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ პაკეტზე, რომლის ფლობასაც კაციას ედავებიან, მისი თითი ანაბეჭდები არ ამოვიდა. 

ასევე, ექსპერტიზამ არ გამოავლინა კაციას ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების კვალი. 

როგორც ადვოკატი ნინა ლომინაძე ამბობს, ექსპერტიზის დასკვნას დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ.

"დაცვის მხარეს დანიშნული ჰქონდა ალტერნატიული ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა [ანაბეჭდი] და  ნარკოლოგიური შემოწმება თმის ღერიდან. მივიღეთ დასკვნები, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ კაციას არ დაუდგინდა მოხმარების ფაქტი. ამასთან ერთად დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადასაფუთ პაკეტზე თითის კვალი არ ამოვიდა. 

აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეტაპი გულისხმობს, რომ წარვადგენთ ჩვენ სასამართლოზე ამ მტკიცებულებას, სასამართლო იმსჯელებს მის დასაშვებობაზე. საქმეში იცვლება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნიკოლოზ კაცია ინფორმაციული პატაკის საფუძველზეა დაკავებული და მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა, რადგან ამ ინფორმაციულ პატაკში მითითებული იყო, რომ ის იყო აქტიური მომხმარებელი და შესაბამისად, ამ მიზნით შეიძინა და ინახავდა უკანონოდ ნარკოტიკულ საშუალებებს.

[ექსპერტიზის დასკვნა] ნიკოლოზ კაციას პოზიციას ამყარებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას როგორც მომხმარებელს, არაფერში არ სჭირდებოდა, ეს ნარკოტიკული საშუალება და როგორც ნიკოლოზ კაცია თავად აცხადებს, ეს ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა". - ამბობს ადვოკატი ნინა ლომინაძე.

ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა კაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

ჟურნალისტი ნიკა კაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა 23 იანვარს პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics