14:18 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 08:50:27, 531 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი ცდილობს, მსოფლიოს იმპერატორი გახდეს

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცდილობს, „მსოფლიოს იმპერატორი“ გახდეს.

„ის ცდილობს გახდეს მსოფლიოს იმპერატორი. ის ცდილობს, ყველა ქვეყნის საქმესა და ყველა საჯარო პოლიტიკაში ჩაერიოს”, - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

მან დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააცნობიეროს, რომ თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს.

ამასთან, ლულას თქმით, შეერთებული შტატები ბრაზილიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისგან მეგობრობის უფრო დიდ ჟესტების ხილვა სურს.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს პროტექციონიზმი შეჩერდეს“, - განაცხადა ლულამ ვაშინგტონის მიერ ბრაზილიურ პროდუქტებზე, მათ შორის ფოლადზე, გამოცხადებულ ტარიფებზე საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics