09:14 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 12:31:29, 430 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - დონალდ ტრამპის განცხადებები „ხალხის ძალის“ კომენტარებს ერთი ერთში ემთხვევა

ველოდები საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეაქციას დონალდ ტრამპის შეურაცხყოფაზე, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ამერიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფას ეთანხმებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებები „ხალხის ძალის“ კომენტარებს ერთი ერთში ემთხვევა.

„ჩვენ მართალს ვამბობდით, როცა ხაზს ვუსვამდით, რომ უკრაინაში ომი არ უნდა დაწყებულიყო და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო. როცა ვამბობდით, ომი უნდა გაჩერებულიყო და მშვიდობა ყოფილიყო, სიტყვა მშვიდობის გაგონება არ უნდოდათ. „გლობალური ომის პარტია“ რომ არსებობს, ეს დღეს ამერიკულმა საზოგადოებამ ტრამპის არჩევით დაადასტურა. შეგიძლია, ნახოთ ამერიკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც ერთი-ერთშია „ხალხის ძალის“ კომენტარებთან. საგარეო პოლიტიკაზე ჯერ დონალდ ტრამპის განცხადებები იხილეთ და შემდეგ „ხალხის ძალის“ წერილებს ჩახედეთ. მაინტერესებს, ზოგიერთი ქართული მედიასაშუალება მოიხდის თუ არა ბოდიშს ამერიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო. ველოდები ამერიკის საელჩოს რეაქციას დონალდ ტრამპის შეურაცხყოფაზე, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ამერიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფას ეთანხმებიან“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics